სამშაბათს, პირველ მაისს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მორიგ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა, რომელიც ბიზნესისა და მთავრობას შორის დიალოგის ფარგლებში გაიმართა. ბიზნესმენებთან ერთად, შეხვედრას იუსტიციის სამინისტროს, ეროვნული ბანკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შემოსვლების სამსახურის, ნოტარიუსთა პალატისა და შესყიდვებისა და კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრას ასოციაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე უძღვებოდა, მისი განცხადებით ...
12 აპრილს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ბიზნესმენები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს - დავით გიორგაძეს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი პრივატიზაციის სფეროში არსებული სიტუაციის განხილვა და სიახლეების გაცნობა იყო. მინისტრის მოადგილემ ბიზნესმენებს იმ საპრივატიზაციო ობიექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელთა გაყიდვასაც სახელმწიფო უახლოეს მომავალში გეგმავს, მისი განცხადებით პრივატიზაციის პროცესის გამჭვირვალედ და ეფექტურად წარმართვა პრიორიტეტული ამოცანაა და ამ მიზნით გასაყიდად გამოტანილი ობიექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია რაც შეიძლება ფართო წრისათვის უნდა იყოს ცნობილი....
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ 17-19 თებერვალს საქართველოს მთავრობის და ბიზნესის წარმომადგენლებს ბათუმში, სასტუმრო შერატონში უმასპინძლა. შეხვედრის მიზანი ბიზნესის ინიციატივების მთავრობისათვის გაცნობა და განხილვა გახლდათ; თავის მხრივ ბიზნესმენებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ მთავრობის წარმომადგენლებისაგან ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ. ღონისძიება, მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა - ნიკა გილაურმა გახსნეს. ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით: „ბიზნესისა და საქართველოს მთავრობის პირველი მსგავსი შეხვედრა შარშან, ამავე დროს ბათუმში შედგა, ეს იყო პირველი სერიოზული ნაბიჯი, პირველი პრეცედენტი როდესაც ბიზნესი და მთავრობა ასე ორგანიზებულად, ბიზნეს ასოციაციის ეგიდით მიუსხდნენ საერთო მაგიდას და იმსჯელეს არსებულ პრობლემებზე, განვითარების პერსპექტივებზე და მომავლის გეგმებზე. განვლილმა ერთმა წელიწადმა მკაფიოდ დაგვანახა, რომ ჩვენი შარშანდელი შეხვედრა იმაზე წარმატებული, შედეგიანი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ ველოდით....
პარასკევს, 3 თებერვალს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრა ბიზნეს ასოციაციასა და ფინანსთა სამინისტროს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა და მას ბიზნესმენებთან ერთად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. ახალი ეკონომიკური კურსის პოლიტიკაში ჩართულობა, ბიზნესგარემოს გაუმჯობესება და საგადასახადო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის მეთოდიკა, თავისებურებები და სამსახურში განხორციელებული რეფორმები – ეს ის საკითხებია, რომლებიც შეხვედრის მიმდინარეობისას განიხილეს. ...
26 დეკემბერს საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ შემოსავლების სამსახურთან საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებული საკითხების მორიგი პაკეტი განიხილა. შეხვედრა ასოციაციასა და შემოსავლების სამსახურს შორის ჩამოყალიბებული თანამშრომლობის ფორმატში შედგა. ხსენებულ შეხვედრაზე ბიზნესმენებმა მათთვის საინტერესო, პრაქტიკული საკითხები შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, დავით ბუღაძესთან, გადამხდელთა მომსახურების დეპარტამენტის საინფორმაციო–საკონსულტაციო სამმართველოს უფროს, ნანა მუმლაძესა და პრევენციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დავით ვარდიაშვილთან ერთად განიხილეს. შეხვედრაზე განსახილველად წარმოდგენილი იყო ორ ათეულამდე საკითხი, მათ შორის: ...