(+995 32) 2 202-215

გახდი წევრი

წევრობის პირობები და პროცედურა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ის კომპანია (იურიდიული პირი), რომელიც საქმიანობს საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ და რომელიც იზიარებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიზნებს და ფასეულობებს;

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრობა შესაძლებელია საქართველოში მოღვაწე ბიზნეს ორგანიზაციებისთვის. ასოციაციის ყველა წევრი სარგებლობს თანაბარი უფლებებით და უპირატესობებით. ასოციაციაში გაწევრიანებისთვის საჭიროა შესაბამისი პროცედურის გავლა, რომელიც ხორციელდება სამ ეტაპად:

  •  ასოციაციის წევრობის განაცხადის ფორმის შევსება და ასოციაციაში წარდგენა;
  •  სამეთვალყურეო საბჭო განიხილავს შევსებულ წევრობის განაცხადის ფორმას და ხუთი სამუშაო დღის ვადაში გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება დაინტერესებულ კომპანიას;
  •  დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, პოტენციური წევრი კომპანია იხდის წლიურ საწევროს.

 

განაცხადის ფორმის ჩამოსატვირთად დააჭირეთ აქ