(+995 32) 2 202-215

აღმასრულებელი გუნდი

ირაკლი ასლანიშვილი

აღმასრულებელი დირექტორი

იხილეთ მეტი 

ირაკლი ასლანიშვილი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას 2015 წლის 1 იანვრიდან იკავებს.  2013 წლის ოქტომბრიდან იგი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის დირექტორი იყო.  ირაკლის ასლანიშვილს გააჩნია 19 წლიანი პროფესიული გამოცდილება საქართველოს წამყვან კომერციულ ბანკებში - „ბანკი რესპუბლიკა ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი" და სს „თიბისი ბანკი". ბოლო 14 წლის განმავლობაში იგი მუშაობდა აღმასრულებელი რგოლის სხვადასხვა თანამდებობებზე. 2003–2011 წლებში ირაკლი იკავებდა კომერციული დირექტორისა და დირექტორთა საბჭოს წევრის პოზიციას „ბანკი რესპუბლიკა ჯგუფი სოსიეტე ჟენერალში". მოგვიანებით, მუშაობდა „ჯი-აი-ჯი ჰოლდინგში " (საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი) ბიზნეს განვითარების დირექტორისა და გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციებზე. ირაკლი ასლანიშვილი სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მიღებული აქვს მაკროეკონომის ბაკალავრისა და მაგისტრის, ასევე სამართალმცოდნეობის ბაკალავრის წოდება, ხოლო 2018 წელს ასრულებს თბილისის ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დოქტორანტურას ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.დამთავრებული აქვს ლიდერობის სასწავლო პროგრამა „ლონდონის ბიზნეს სკოლაში", ასევე გავლილი აქვს სხვადასხვა საერთაშორისო თუ ლოკალური პროფესიული ტრეინინგები.

დამალვა 

ირინა კვახაძე

აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე

იხილეთ მეტი 

ირინა კვახაძე 2011 წლის ივნისში შემოუერთდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციას აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციაზე. ირინა სხვადასხვა დროს მუშაობდა საბანკო და საკონსულტაციო სექტორებში. მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი მართვის ევროპულ სკოლაში (ESM), ასევე, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხის პარიზში, HEC Paris-ში. ირინა გახლავთ მსოფლიო ბანკის კერძო სექტორის ხელშეწყობის ქსელის წარმომადგენელი ოფიცერი საქართველოში. ასოციაციაში მუშაობის პერიოდში ირინა ხელმძღვანელობდა არაერთ მსხვილ, ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტს. მათ შორის, ირინა კვახაძე გახლავთ საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების კონცეფციის თანაავტორი. ირინა დღესაც განაგრძობს ასოციაციაში სტრატეგიული განვითარების პროექტებს.

დამალვა 

ნიკა ნანუაშვილი

იურიდიული ანალიტიკოსი

იხილეთ მეტი 

ნიკა ნანუაშვილს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში იურიდიული ანალიტიკოსის პოზიცია უჭირავს 2010 წლიდან. მანამდე ნიკა ნანუაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ეროვნულ ბანკში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში, ქვემო ქართლის გუბერნატორის აპარატში, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის პროექტში. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. დამატებით გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგ–კურსი პროექტების მართვის, რისკების მართვის, მენეჯერული უნარებისა და სხვა მიმართულებებით. ასოციაციაში ნიკა აქტიურად არის ჩართული ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებებისა და არსებული საკანონმდებლო ბაზის ანალიზისა და რეკომენდაციების შემუშავებისა და ადვოკატირების პროცესში.

დამალვა 

შოთა კომლაძე

საგადასახადო-საბაჟო მიმართულების მენეჯერი

იხილეთ მეტი 

შოთა კომლაძე 2015 წლიდან საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საგადასახადო–საბაჟო მიმართულების მენეჯერია. მანამდე, 2011 წლის გაზაფხულიდან, იგი ამავე მიმართულებით ექსპერტად მუშაობდა. 2006-2011 წლებში მუშაობდა თბილისისა და რუსთავის საგადასახადო ორგანოებში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობზე, 2000-2005 წლებში მუშაობდა ქვემო ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში. შოთა კომლაძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგ–კურსი საგადასახადო კოდექსის, სამართლებრივი არგუმენტაციის, პროექტების მართვის და სხვა მიმართულებებით.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში შოთა აქტიურად არის ჩართული საგადასახადო კოდექსში ცვლილებების ინიცირების პროცესში და ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურში ასოციაციის მოსაზრებების კომუნიკაციას უწევს კოორდინირებას.

დამალვა 

ნანა ცერცვაძე

სექტორული განვითარების მენეჯერი

იხილეთ მეტი 

ნანა ცერცვაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციას 2011 წლის სექტემბერში შემოუერთდა როგორც პროექტების მენეჯერი. 2013 წლიდან  კი სექტორული განვითარების მიმართულებას უძღვება. 2006 წლიდან ნანა მმართველობით საკონსულტაციო კომპანია „სინერჯი ჯგუფში" პროექტების მენეჯერად და კონსულტანტად მუშაობდა, სადაც ჩართული იყო საკონსულტაციო პროექტებში საბანკო, საავტომობილო, ფარმაცევტულ, ტურიზმის და სხვა სფეროებში. მანამდე, 2003 წლიდან, ნანა ცერცვაძე „თეგეტა მოტორსში", ფინანსურ ანალიტიკოსად მუშაობდა. ფლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს პროექტების მენეჯმენტში. გახლავთ ბიზნესის საერთაშორისო სკოლის 2013–2014 წლების სტრატეგიული მენეჯმენტისა და ლიდერობის პროგრამის კურსდამთავრებული.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ნანა ხელმძღვანელობს პროექტებს სექტორული განვითარების მიმართულებით. გახლავთ საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების კონცეფციის თანაავტორი. ნანა ცერცვაძის ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით ასოციაციაში ხორციელდება ქვეყნისათვის პრიორიტეტული დარგების შემაფერხებელი ფაქტორების კვლევები. 

დამალვა 

მარიამ სპარსიაშვილი

აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი პრესასთან და საზოგადეობასთან ურთიერთობის საკითხებში

იხილეთ მეტი 

მარიამ სპარსიშვილი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის დაფუძნებიდან დღემდე  აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველია პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში. მანამდე, იგი სხვადასხვა წლებში იყო შპს "აგარა შუგარ მენეჯმენტის" დირექტორის მრჩეველი,  შპს "ჯორჯიან მედია იქსჩეინჯის" დამფუძნებელი; იგი წლების განმავლობაში მუშაობდა შპს "თაჩ მედიის" დირექტორად, საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის პროგრამების კოორდინატორად, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის აპარატის უფროსად, შპს "სინდბად ჯორჯიის" გენერალურ მენეჯერად და შპს "ახალ ტექნოლოგიათა ანალიტიკური ცენტრის" საერთაშორისო პროგრამების კოორდინატორად.

მარიამ სპარსიაშვილი საერთაშორისო ტელეაკადემიის წევრია.

დამალვა 

იზა ლომიძე

მთავარი ბუღალტერი

იხილეთ მეტი 

იზა ლომიძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის დაფუძნებიდან მთავარი ბუღალტერია. იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა სააქციო საზოგადოება "გლდანში", საზოგადოებასთან ურთიერთობის– PR ცენტრში; საქართველოს გადამხდელთა კავშირში; საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციაში. იგი არის პროფეიონალი ბუღალტრის სერტიფიკატის მფლობელი; საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის ნამდვილი წევრი.

იზა ლომიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი; გავლილი აქვს საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის განგრძობითი სწავლების ყოველწლიური კურსები და საზოგადოებასთან ურთიერთობა სახელმწიფო და ბიზნეს სტქრუქტურებში სასწავლო კურსი.

დამალვა 

ნათია ბანცური

ეკონომისტი

იხილეთ მეტი 

ნათია ბანცური საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ეკონომისტად  2015 წლიდან მუშაობს. მას გავლილი აქვს სტაჟირება ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის, ასევე, საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტებში.  დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი და ფლობს ეკონომიკის მაგისტრის ხარისხს  ეკონომიკის საერთაშორისო სკოლიდან (ISET). გარდა ამისა მას გავლილი აქვს ქცევითი ეკონომიკის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სხვა ტრენინგ-კურსები.

დამალვა 

თეონა ზაქრაძე

აღმასრულებელი ასისტენტი

იხილეთ მეტი 

თეონა ზაქრაძე 2016  წლის მაისში შემოუერთდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციას აღმასრულებელი ასისტენტის პოზიციაზე.  მას დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 2015 წელს სწავლა განაგრძო კავკასიის უნივერსიტეტში დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე. სხვადასხვა დროს თეონა ზაქრაძე მუშაობდა ინგლისურ გაზეთში The FINANCIAL  და „ფინკა ბანკ საქართველოში“.

დამალვა 

კახა ქებაძე

ლოჯისტიკის მენეჯერი

იხილეთ მეტი 

კახა ქებაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში მუშაობს 2011 წლიდან. კახა ასოციაციაში ლოჯისტიკაზეა პასუხისმგებელი. მის ფუნქციებში შედის მარკეტინგული საშუალებების მოვლა-შენახვა, გადაადგილება, ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა, საოფისე ტექნიკის გამართულობაზე ზრუნვა. კახა, ასევე, მონაწილეობს   საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ღონისძიებების ორგანიზებაში. კახა, გუნდის სხვა წევრების მსგავსად, უზრუნველყოფს ასოციაციის ყოველდღიურ გამართულ ფუნქციონირებას. 

დამალვა