(+995 32) 2 202-215

ჩვენ შესახებ

მისია

წევრების გაერთიანებით, ხელისუფლებასთან, საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ვაუმჯობესებთ ბიზნესგარემოს.

 

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია - მთავარი საყრდენი

2009 წელს დაფუძნებული ორგანიზაცია აერთიანებს 130-მდე ბიზნეს ჯგუფს, რომლებიც ჰოლდინგური ტიპის კომპანიებს წარმოადგენს. შესაბამისად, თითოეული ჰოლდინგური ჯგუფი, თავის მხრივ, მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის ბიზნეს ორგანიზაციას მოიცავს. ამიტომაც, საერთო ჯამში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია 1200-ზე მეტ სხვადასხვა ზომის კომპანიას აერთიანებს.


ორგანიზაციის მთავარი დანიშნულებაა წევრი კომპანიების ლეგიტიმური და ობიექტური ბიზნესინტერესების წარდგენა და დაცვა ხელისუფლებასთან.


დაარსებიდან დღემდე საქართველოს ბიზნეს ასოციაცია წარმატებით ასრულებს ამ დანიშნულებას, ამ წარმატების საყრდენი კი ჩვენი წევრი კომპანიები,  მმართველობითი და აღმასრულებელი რგოლები და კომიტეტებია.


თითოეული წევრი კომპანია  ასოციაციის თანამფლობელია და მონაწილეობს მის  ცხოვრებაში. მათი მეშვეობით საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში თავს იყრის სხვადასხვა სექტორში თუ ზოგადად ბიზნესში დაგროვილი გამოცდილება და ცოდნა.


საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან წამყვანი ბიზნესმენები, რომლებიც წლების მანძილზე ქმნიან და ავითარებენ ბიზნესს საქართველოში და გარდა ეკონომიკური დოვლათის შექმნისა, ქვეყანაში ადამიანური რესურსების კვალიფიკაციის ამაღლებას, კორპორატიული მენეჯმენტის დახვეწას უყწობენ ხელს. მათი მეშვეობით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აკუმულირებელია ძლიერი ინტელექტუალური რესურსი, ენერგია, რომელსაც ორგანიზაცია საქართველოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას ახმარს.


წევრების ინტერესებზე ზრუნვისა და სხვადასხვა ეკონომიკური საკითხის დამუშავებისთვის საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში შექმნილია თემატური კომიტეტები. კომიტეტებს უძღვებიან გამორჩეული მმართველობითი და ბიზნესგამოცდილების მქონე ადამიანები, რომლებიც ჩვენი წევრი კომპანიების გენერალური დირექტორები არიან. მათი გამოცდილების და ცოდნის მეშვეობით  მაღალპროფესიულად ვამუშვებთ კერძო სექტორისთვის აქტუალურ თემებს, ინიციატივებს და წარვადგენთ მათ ხელისუფლებასთან.


საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი გუნდი ის ბირთვია, რომელიც ყოველდღიურად მუშაობს  ყველა იმ საკითხზე, რაც მნიშვნელოვანია წევრი კომპანიისთვის, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. გუნდი, წარსული გამოცდილების მეშვეობით, კარგად იცნობს საჯარო და კერძო სექტორის თავისებურებებს. ამასთან, გუნდის წევრებს მაღალი ხარისხის  განათლება აქვთ მიღებული სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში. ეს გვაძლევს საშუალებას, კარგად წარვმართოთ ადვოკატირების პროცესი, მოვამზადოთ პროფესიული კომენტარები სხვადასხვა კანონპროექტსა თუ ინიციატივაზე, გვქონდეს ეფექტური კომუნიკაცია ხელისუფლებასთან.


წევრი კომპანიები, სამეთვალყურეო საბჭო, კომიტეტები, აღმასრულებელი გუნდი - ყველა ცალ-ცალკე და ერთად ქმნის გამორჩეული რეპუტაციის მქონე ბრენდს - საქართველოს ბიზნეს ასოციაციას. ამ საყრდენის შექმნა და ისიც, რომ თითოეული მისი ნაწილი თანაბრად ძლიერია დიდი მიღწევაა - ამგვარად უზრუნველყოფილია ორგანიზაციის სიცოცხლისუნარიანობა და განვითარების შესაძლებლობა.