(+995 32) 2 202-215

მიმდინარე თემები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და ძიანგსის პროვინციას შორის ურთიერგაგების მემორანდუმი გაფორმდა

22 ივნისს, სასტუმრო  „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში,“  საპარტნიორო ფონდის ორგანიზებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, ძიანგსის პროვინციას და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარი გაიმართა.

სემინარს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი ასლანიშვილის გარდა, დაესწრნენ პირველი ვიცე-პრემიერი და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, მთავრობის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ასევე ძიანგსის პროვინციის 35 უმსხვილესი კომპანიის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განიხილეს ძიანგსის პროვინციის საინვესტიციო პოტენციალი, მისი შესაძლო როლი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და საქართველო-ძიანგსის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები.

სემინარის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციას და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს ძიანგსის პროვინციის განყოფილებას შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი.

”ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის კუთხით, ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის მემორანდუმს, რაც ითვალისწინებს ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. მემორანდუმი ხელს შეუწყობს დაინტერესებულ მხარეებს გაიგონ იმ საინვესტიციო პოტენციალის შესახებ, რომელიც ორივე ქვეყანაში არსებობს და ხელს შეუწყობს უკვე არსებული ურთიერთობების გაღრმავებას”, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი ასლანიშვილმა.