(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს  “ხალიკ ბანკი საქართველო” შემოუერთდა

23 იან '18

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს  “ხალიკ ბანკი საქართველო” შემოუერთდა.

სს „ხალიკ ბანკი საქართველო“ (www.halykbank.ge ) ქართულ საბანკო ბაზარზე 2008 წლიდან ფუნქციონირებს  და 100% - იანი წილით ყაზახეთის „ხალიკ ბანკის“ (www.halykbank.kz) შვილობილი ბანკია. ყაზახეთში „ხალიკ ბანკი“ საფინანსო ბაზრის ერთ-ერთ უმსხვილეს ინსტიტუტს წარმოადგენს და თავისი არსებობის 95 წელს ითვლის. 2016 წლიდან, ყაზახეთის „ხალიკ ბანკი“-ს აქციები წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

სს „ხალიკ ბანკი საქართველო“- ს ძირითად მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი Halyk - ის ძლიერ და სტაბილურად განვითარებად ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც საქმიანობს ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, რუსეთსა და საქართველოში. სს „ხალიკ ბანკი საქართველო“-ს აქტივების წილი, საქართველოს საბანკო ბაზრის მე-10 ადგილს შეესაბამება.

სს „ხალიკ ბანკი საქართველო“ მომხმარებელს მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს: საცალო/ბიზნეს დაკრედიტება, საბანკო საგადახდო ბარათები, ექვაირინგი, საანგარიშსწორებო-საკასო მომსახურება, ფულადი გადარიცხვები, დისტანციური მომსახურება და ა.შ.

სს „ხალიკ ბანკი საქართველო“ ბანკომატებისა და POS-ტერმინალების საკუთარ ქსელს ფლობს და UFC საპროცესინგო ცენტრის მომსახურებით სარგებლობენ. ეს კი, საშუალებას აძლევს მომხმარებელს შესთავაზოს დაბალი ტარიფები 700-მდე ბანკომატსა და 5000- მდე სწრაფი გადახდის აპარატში.