(+995 32) 2 202-215

DRC

                                                                                                                        

დავების განმხილველი ცენტრი (DRC) – თანამედროვე სტანდარტების არბიტრაჟი

საქართველოს მთავარი სტრატეგიული მიზანია ჩამოყალიბდეს ევროპული სტანდარტების დემოკრატიულ სახელმწიფოდ, სადაც გარანტირებული იქნება კანონის უზენაესობა და საქართველო წარმოჩნდება, როგორც რეგიონის საერთაშორისო სტანდარტების მქონე სამართელბრივი ინსტიტუტების მქონე ქვეყანა, ასევე  რეგიონალური საფინანსო და ეკონომიკური განვითარების ცენტრი. ამისათვის აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს ძლიერი ალტერნატიული დავების განმხილველი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე დავების განმხილველი ცენტრი.

2014 წლის დასაწყისში საარბიტრაჟო ინსტიტუტი ,,დავების განმხილველი ცენტრი“–ს (DRC) პარტნიორი გახდა საქართველოს ბიზნეს ასოციაცია. ამით განხორციელდა ერთი მხრივ, ქვეყნის ყველაზე მსხვილი და თავისი დარგის ლიდერი კომპანიების, ბიზნესმენების და მეორე მხრივ სათანადო რეპუტაციისა და კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების გაერთიანება ერთი საერთო იდეის – რეგიონში თბილისის საერთაშორისო კომერციული დავების განხილვის ადგილად აღიარების და DRC–ის საერთაშორისო კომერციული დავების განმხილველ ინსტიტუტად ჩამოყალიბების - გარშემო.

აღსანიშნავია, რომ ბიზნეს და სამოქალაქო ურთიერთობაში დავების წარმოებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა  ენიჭება დავის განხილვის სისწრაფეს  და დავის განხილვისა და გადაწყვეტის ფორმას. არბიტრაჟის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი უპირატესობა სწორედ დავის სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით გადაწყვეტაა.

 

DRC – „დავების განმხილველი ცენტრი“,  არბიტრაჟისა და მედიაციის გზით ბიზნესს  საკუთარ მომსახურებას სთავაზობს


„დავების განმხილველი ცენტრი“ 2008 წლიდან ფუნქციონირებს და გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით და რეპუტაციით. საარბიტრაჟო ინსტიტუტის არბიტრებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს 2013 წელს საქართველოს არბიტრთა ასოციაციის დაფუძნებაში, რომელმაც შეიმუშავა და მიიღო ,,არბიტრთა ეთიკის კოდექსი“. 

DRC ბიზნესსუბიექტებს ურჩევს შესაძლო დავების პრევენციას და დავების განხილვის მექანიზმად არბიტრაჟის არჩევას. თუ მხარეები შეთანხმდებიან შესაძლო დავა გადაწყვიტოს ,,დავების განმხილველმა ცენტრმა“, მხარეებმა იციან, რომ დავის წარმოშობის შემთხვევაში ის გადაწყდება სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით , დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და პროფესიონალი არბიტრების მიერ, რაც მათ უბიძგებთ ყველა ღონე იხმარონ დავის თავიდან ასაცილებლად.

DRC ერთადერთი საარბიტრაჟო ინსტიტუტია, რომელიც საარბიტრაჟო დავების ელექტრონულად აწარმოებს. დავის მხარეებს საშუალება აქვთ დისტანციურად აწარმოონ დავა, მათ შორის DRC–ის სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით გაეცნონ საქმის მასალას, მიიღონ სიახლეები საქმესთან დაკავშირებით, წარადგინონ ახალი მტკიცებულებები და ა.შ. ბიზნეს სუბიექტებისათვის, რომელთაც მრავალი ხელშეკრულების დადება უწევთ, ძალიან კომფორტულია ოფისიდან გაუსვლელად საარბიტრაჟო დავის ინიცირება და მასში მონაწილეობა.

DRC პირველი საარბიტრაჟო ინსტიტუტია საქართველოში, რომელსაც ჩამოყალიბებული აქვს ძლიერი ადმინისტრაცია (DRC–ის სამდივნო), რომელიც უზრუნველყოფს დავების საარბიტრაჟო განხილვის სათანადო მხარდაჭერას, და ხელს უწყობს მხარეებს თავიანთი პროცესუალური უფლებების სრულყოფილად რეალიზებაში.

DRC პირველი საარბიტრაჟო ინსტიტუტია საქართველოში, რომელმაც  საარბიტრაჟო ინსტიტუტის სტრუქტურაში ჩამოაყალიბა უმნიშვნელოვანესი ორგანო – DRC–ის სასამართლო. სასამართლო ახორციელებს საარბიტრაჟო განხილვის სრულ ადმინისტრირებას, ხელს უწყობს საარბიტრაჟო დავის მხარეებს არბიტრთა ტრიბუნალის შექმნაში, საარბიტრაჟო განხილვის პროცესში თანასწორი ჩართულობისა და პროცესუალური უფლებების რეალიზებაში, ფორმალური ნიშნით ამოწმებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას და უზრუნველყოფს საქმის წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტების დაარქივებას.

DRC ერთადერთი საარბიტრაჟო ინსტიტუტია საქართველოში, რომელმაც უზრუნველყო საკუთარი ელექტრონული საარბიტრაჟო წარმოების პროგრამის ინტეგრირება საერთო სასამართლოების შესაბამის პროგრამასთან. ამის შედეგად, მხარეს, რომელსაც სურს მიიღოს საარბიტრაჟო გადაწვეტილების ცნობა–აღსრულება, შეუძლია ეს განახორციელოს DRC–ის ელექტრონული წარმოების პროგრამის მეშვეობით და მას არ ჭირდება ჯერ არბიტრაჟისათვის, ხოლო შემდეგ სასამართლოსათვის მიმართვის პროცესუდრის განხორციელება, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის მისაღებად.

DRC–მა შეიმუშავა საარბიტრაჟო წარმოების ახალი წესები, რომელიც ძალაში შევა 2015 წლის იანვრიდან. წესებში გათვალისწინებული იქნა საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის ბოლო მიღწევები და ასევე GAA (საქართველოს არბიტრთა ასოციაციის) –ს ეთიკის კოდექსის ნორმები.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია იმედოვნებს, რომ ბიზნესსუბიექტები როგორც საქართველოში ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ თავიანთ ადგილობრივ და საერთაშორისო კომერციულ ხელშეკრულებებში დავების განხილვის მექანიზმად აირჩევენ არბიტრაჟს, რისთვისაც საკმარისია ხელშეკრულებაში მიუთითონ, რომ ,,მხარეები თანხმდებიან ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით გადასცემენ ,,დავების განმხილველ ცენტრს“ (ვებგვერდი: www.drc-arbitration.ge), არბიტრაჟის განხილვის ადგილია თბილისი“.

 

ვებგვერდი: www.drc-arbitration.ge

ტელ.:  (+995 32) 2 207 309