(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

"მხოლოდ საბიუჯეტო სახსრებით შეუძლებელია ვიფიქროთ ქალაქის განვითარებაზე"

თბილისის მერი კახა კალაძე „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც მან შეხვედრაზე განაცხადა, საქართველოში ყველაზე მწვავე პრობლემა დღეს უმუშევრობაა, შესაბამისად, ხელისუფლება ხელს შეუწყობს ბიზნესს, რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას. 

"თბილისის განვითარებაში თითოეული თქვენგანის ჩართულობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რადგან თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისაც ყოველდღიურად თქვენი წვლილი შეგაქვთ ქალაქის განვითარებაში, ქმნით სამუშაო ადგილებს, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია როგორც დედაქალაქისთვის, ასევე მთელი ქვეყნისთვის. ყველაზე დიდი პრობლემა, რაც დღეს აწუხებს ადამიანებს, ეს არის სამუშაო ადგილები. ჩვენი პოლიტიკა მიმართულია, რომ ბიზნესს ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ, რომ რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას. 

მხოლოდ საბიუჯეტო სახსრებით შეუძლებელია ვიფიქროთ ქალაქის განვითარებაზე, ამიტომ თქვენი დახმარება დაგვჭირდება. იქნება საინვესტიციო პროექტები, იქნება ხელშეწყობა. 

მე არ მინდა არავის შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ჩვენ ვიცით ყველა ის პრობლემა, რომლებსაც ბიზნესი აწყდებოდა წლების განმავლობაში, თუნდაც, მერიასთან დაკავშირებით. შესაბამისად, გვინდა, მერია გავხადოთ ბიუროკრატიის გარეშე, ის უნდა გახდეს მოქნილი სტრუქტურა, გადაწყვეტილების მიღება ხდებოდეს სწრაფად. ამ თვალსაზრისით მაქსიმალურად ხელს შეგიწყობთ. ჩვენ გვქონდა შეხვედრა დეველოპერებთან, ვიცით არსებული მდგომარეობა და პრობლემები ქალაქის განაშენიანების თვალსაზრისით. თუ გარკვეული მიდგომები არ შევცვალეთ, შეუძლებელი იქნება ამ ქალაქში ცხოვრება. აღმშენებლობას არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ, მთავარია, ყველაფერი გავაკეთოთ სწორად და ხარისხიანად",- განაცხადა კალაძემ.

ლინკი