(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

კახა კალაძე ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა

"ძალიან კარგი შეხვედრა იყო, მადლობა ბიზნესასოციაციას ორგანიზებისთვის. ვისაუბრეთ დაგეგმილ, განსახორციელებელ პროექტებზე. ბიზნესის ჩართულობა ქვეყნის განვითარებაში, ქალაქის წინსვლაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ქმნიან სამუშაო ადგილებს. ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, მიიღებენ მონაწილეობას ქალაქის განვითარებაში, წინსვლაში, ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში. ეს ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, დასაქმების პრობლემის მოგვარებას.

ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. უამრავი ისტორიული ძეგლი, სიმდიდრე გვაქვს, რასაც სჭირდება მოვლა-პატრონობა, მოწესრიგება. ვისაუბრეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებაზე, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებაზე.

მადლობა კომპანიებს, რომლებიც საახალწლოდ ქალაქის განათებაში მონაწილეობენ.

მჯერა, ასე გაგრძელდება ურთიერთობა, თანამშრომლობა", - განაცხადა კახა კალაძემ.

ლინკი