(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

"დღგ-ის დაბრუნება ბიზნესისათვის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენდა"

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დაბრუნების ავტომატური სისტემის ამოქმედებას ბიზნესისათვის "უკიდურესად დადებით" ნაბიჯად აფასებს და სრულ მხარდაჭერას უცხადებს რეფორმას. 


როგორც ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, დღგ-ის დაბრუნება ის საკითხი იყო, რომელიც წლების განმავლობაში ბიზნესისათვის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენდა დროში გაწელილი პროცესის და, ზოგიერთ შემთხვევაში, ბიუროკრატიული მექანიზმების გამო; 

"რეფორმის შემდგომ ეს პრობლემა პრაქტიკულად აღარ იარსებებს, დღგ-ს ზედმეტობებს ბიზნესი ავტომატურ რეჟიმში დაიბრუნებს და შეძლებს, ეს თანხები ისევ ბიზნესის განვითარებას მოახმაროს, რაც აუცილებლად დადებითად აისახება არა მხოლოდ კონკრეტულ ეკონომიკურ აგენტებზე, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკასა და თითოეულ მოქალაქეზე. 

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ადასტურებენ, რომ მჭიდროდ თანამშრომლობენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ბიზნესისათვის მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო, რაც იმედს იძლევა, რომ მომავალში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისათვის კიდევ არაერთ ინიციატივას და რეფორმას უნდა ველოდოთ",- ნათქვამია ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში. 

ლინკი