(+995 32) 2 202-215

აღმასრულებელი გუნდი

ლევან ვეფხვაძე

აღმასრულებელი დირექტორი

იხილეთ მეტი 

ლევან ვეფხვაძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა 2019 წლის 29 მაისიდან დაიკავა. მანამდე, 2017 წლიდან ის გახლდათ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ენერგეტიკის კომიტეტის თავმჯდომარე.  ლევან ვეფხვაძეს გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციებზე როგორც კერძო, ისე  საჯარო სექტორში. 

აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე ლევანი იყო „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ (GIEC) გენერალური დირექტორი, 2016 - 2017 წლებში კი ეკავა  საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის (GIG) დირექტორთა საბჭოს წევრის და  გენერალური დირექტორის მრჩეველის თანამდებობა.

2008 წლიდან 2012 წლამდე ლევან ვეფხვაძე გახლდათ საქართველოს პარლამენტის წევრი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

სხვადასხვა დროს იგი იყო დემოკრატიული ინოვაციების ცენტრისა და საქართველოს ევროატლანტიკური ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. მუშაობდა საზოგადოებრივ მაუწყებლობის პირველ არხზე, ტელეკომპანია „მზეში“ და ტელეკომპანია „იმედში“ საინფორმაცო და საზოგადოებრივი გადაცემების პროდიუსერად. ტელეკომპანია „იმედში" ეკავა საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დირექციის დირექტორის მოადგილის თანამდებობა.

ლევან ვეფხვაძე პროფესიით მათემატიკოსია, მას განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მექანიკა მათემატიკის ფაკულტეტი) და  დიდი ბრიტანეთის ქ. გლაზგოს სტრატკლაიდის უნივერსიტეტში, სადაც წარმატებით დაასრულა სამაგისტრო კურსები გლობალური ენერგო მენეჯმენტისა და რაოდენობრივი ფინანსების პროგრამით.

 

დამალვა 

აკაკი საღირაშვილი

აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე

იხილეთ მეტი 

აკაკი საღირაშვილი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ გუნდს 2022 წლის მარტში შემოუერთდა  აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილის პოზიციაზე.

აკაკი საღირაშვილს მიღებული აქვს მრავალპროფილური სამუშაო გამოცდილება როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში.  აკაკი დღემდე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო და ხელმძღვანელობდა სასამართლო წარმომადგენლობისა და ხელშეკრულებათა რევიზიის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ეკონომიკური და ციფრული მმართველობის მიმართულებას. 

იუსტიციის სამინისტროში გადასვლამდე, აკაკი საღირაშვილი,  2018 – 2021 წლებში იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, რა დროსაც ის კურირებდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მიმართულებას. მისი უშუალო ჩართულობით განხორციელდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული დირექტივებისა და რეგულაციების დანერგვა: საზღვაო, საავიაციო, სახმელეთო და სარკინიგზო მიმართულებით. აკაკის აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული სატრანსპორტო კორიდორის განვითარების მიზნით არსებულ ყველა რეგიონალურ ინიციატივაში. ამასთან, აკაკი საღირაშვილს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის "Log in Georgia"-ს განხორციელებაში.  

აკაკი ასევე წლების მანძილზე მუშაობდა საქართველოს რკინიგზაში, სადაც იკავებდა კორპორაციული მართვის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას, მუშაობდა ტენდერებისა და საინფორმაციოს უსაფრთხოების მიმართულებებზე. განსაკუთრებით საგულისხმოა მისი გამოცდილება რკინიგზის სექტორში პროფესიული განათლების განვითარებისა და შრომითი ბაზრის გაუმჯობესების კუთხით. ნამუშევარი აქვს სხვადასხვა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. 

2009 – 2011 წლებში აკაკი საღირაშვილი კავკასიის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს საქართველოს სამოქალაქო სამართალში.

მას მიღებული აქვს ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი, ქ. ბონში, ხოლო 1997-2002 წწ. სწავლობდა იურისპრუდენციას ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.


 

დამალვა 

ნანა ცერცვაძე

აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე

იხილეთ მეტი 

2019 წლის ივნისიდან ნანა ცერცვაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეა. იგი საქართველოს ბიზნეს ასოციაციას 2011 წლის სექტემბერში შემოუერთდა როგორც პროექტების მენეჯერი, 2013 წლიდან  კი სექტორული განვითარების მიმართულება ჩაიბარა.

მანამდე, 2006 წლიდან ნანა მმართველობით საკონსულტაციო კომპანია „სინერჯი ჯგუფში" პროექტების მენეჯერად და კონსულტანტად მუშაობდა. უფრო ადრე კი, 2003 წლიდან, ნანა ცერცვაძე „თეგეტა მოტორსში", ფინანსურ ანალიტიკოსად მუშაობდა.  იგი ფლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს პროექტების მენეჯმენტში. გახლავთ ბიზნესის საერთაშორისო სკოლის 2013–2014 წლების სტრატეგიული მენეჯმენტისა და ლიდერობის პროგრამის კურსდამთავრებული. ამჟამად არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი, ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით.

ნანას ხელმძღვანელობით და მონაწილეობით ასოციაციაში განხორციელდა ქვეყნისთვის პრიორიტეტული დარგობრივი და ზოგადად ბიზნესგარემოსთან დაკავშირებული მრავალი პროექტი. იგი გახლავთ სხვადასხვა კვლევისა და პოლიტიკის დოკუმენტის ავტორი როგორც კოლეგებთან ერთად, ასევე ინდივიდუალურად.

ნანა წარმოადგენს საქართველოს ბიზნეს ასოციაციას საჯარო-კერძო დიალოგის სხვადასხვა პლატფორმაზე როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ასევე საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების პროექტებში.

2018 წლის იანვარ-ივნისში ნანა გახლდათ NonProfitCoach-ის  გლობალური ლიდერობის ექვსთვიანი პროგრამის სტიპენდიანტი მონაწილე. ასევე, 2018 წლის შემოდგომაზე აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის რეგიონული ეკონომიკური განვითარების სტაჟირების პროგრამის მონაწილე.

 

დამალვა 

მარიანა მორგოშია

აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე

იხილეთ მეტი 

მარიანა მორგოშია ბიზნეს ასოციაციის გუნდს 2021 წლის ივნისში შემოუერთდა. მას, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და მოიცავს ჯანდაცვის მენეჯმენტის, პროექტების მართვის, საბანკო, წარმოების და სოფლის მეურნეობის მიმართულებებს.

მარიანა პარალელურად საქართველოს მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორია. 2014 – 20 წლებში იგი იყო სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, შემდეგ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და შსს მომსახურების სააგენტოს დირექტორი.

მარიანა მორგოშიას ნამუშევარი აქვს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებზე, როგორც პროექტების მენეჯერის ასევე ტრენერისა და ლექტორის ამპლუაში.

მარიანა მორგოშია არის ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის პროექტების მართვის პროფესიული სამაგისტრო პროგრამის, ასევე კავკასიის ბიზნეს სკოლისა და ლონდონის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის მენეჯმენტის სკოლის კურსდამთავრებული. ასევე გახლავთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უცხო ენებისა და თარჯიმნობის ბაკალავრი.

 

 

დამალვა 

ნიკა ნანუაშვილი

იურიდიული დირექტორი

იხილეთ მეტი 

ნიკა ნანუაშვილს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში იურიდიული დირექტორის პოზიცია უჭირავს 2010 წლიდან. მანამდე ნიკა ნანუაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ეროვნულ ბანკში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში, ქვემო ქართლის გუბერნატორის აპარატში, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის პროექტში. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. დამატებით გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგ–კურსი პროექტების მართვის, რისკების მართვის, მენეჯერული უნარებისა და სხვა მიმართულებებით. ასოციაციაში ნიკა აქტიურად არის ჩართული ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებებისა და არსებული საკანონმდებლო ბაზის ანალიზისა და რეკომენდაციების შემუშავებისა და ადვოკატირების პროცესში.

დამალვა 

შოთა კომლაძე

საგადასახადო-საბაჟო მიმართულების მენეჯერი

იხილეთ მეტი 

შოთა კომლაძე 2015 წლიდან საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საგადასახადო–საბაჟო მიმართულების მენეჯერია. მანამდე, 2011 წლის გაზაფხულიდან, იგი ამავე მიმართულებით ექსპერტად მუშაობდა. 2006-2011 წლებში მუშაობდა თბილისისა და რუსთავის საგადასახადო ორგანოებში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობზე, 2000-2005 წლებში მუშაობდა ქვემო ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში. შოთა კომლაძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგ–კურსი საგადასახადო კოდექსის, სამართლებრივი არგუმენტაციის, პროექტების მართვის და სხვა მიმართულებებით.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში შოთა აქტიურად არის ჩართული საგადასახადო კოდექსში ცვლილებების ინიცირების პროცესში და ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურში ასოციაციის მოსაზრებების კომუნიკაციას უწევს კოორდინირებას.

დამალვა 

ნუცა შავლაძე

კომუნიკაციების დირექტორი

იხილეთ მეტი 

ნუცა შავლაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კომუნიკაციების დირექტორის პოზიციაზე დაინიშნა 2019 წლის 23 ოქტომბერს. ნუცა შავლაძე სხადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, საქართველოს პარლამენტში, CALLAN-ში, არასამთავრობო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაცია „ევროპის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა კავშირში“, რომლის ვიცე-პრეზიდენტი იყო 4 წლის მანძილზე.

დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. ამჟამად არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, მასობრივი კომუნიკაციების პროგრამის დოქტორანტი.

2012 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიწვევით იმყოფებოდა ვიზიტით შეერთებულ შტატებში, სადაც მონაწილეობა მიიღო აშშ-ის პრეზიდენტ, ბარაკ ობამას წინასაარჩევნო კამპანიაში. ასევე მონაწილეობა მიღებული აქვს ლონდონის მერის არჩევნების აქტიურ პოლიტიკურ კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც მუშაობდა ბორის ჯონსონის დაგეგმილი საარჩევნო კამპანიის განხორციელებაზე.

დამატებით გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგ-კურსები კომუნიკაციების მიმართულებით, პროექტების მართვის, რისკების მართვის, მენეჯერული უნარებისა და  სხვადსხვა მიმართულებით.

დამალვა 

იზა ლომიძე

მთავარი ბუღალტერი

იხილეთ მეტი 

იზა ლომიძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის დაფუძნებიდან მთავარი ბუღალტერია. იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა სააქციო საზოგადოება "გლდანში", საზოგადოებასთან ურთიერთობის– PR ცენტრში; საქართველოს გადამხდელთა კავშირში; საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციაში. იგი არის პროფეიონალი ბუღალტრის სერტიფიკატის მფლობელი; საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის ნამდვილი წევრი.

იზა ლომიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი; გავლილი აქვს საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის განგრძობითი სწავლების ყოველწლიური კურსები და საზოგადოებასთან ურთიერთობა სახელმწიფო და ბიზნეს სტქრუქტურებში სასწავლო კურსი.

დამალვა 

თეონა ზაქრაძე

ადმინისტრაციული მენეჯერი

იხილეთ მეტი 

2019 წლის ივლისიდან თეონა ზაქრაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ადმინისტრაციული მენეჯერია. იგი 2016  წლის მაისში შემოუერთდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციას აღმასრულებელი ასისტენტის პოზიციაზე.  მას დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 2015 წელს სწავლა განაგრძო კავკასიის უნივერსიტეტში დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე. სხვადასხვა დროს თეონა ზაქრაძე მუშაობდა ინგლისურ გაზეთში The FINANCIAL  და „ფინკა ბანკ საქართველოში“.

დამალვა 

სოფო ჩიტრეკაშვილი

კვლევის მენეჯერი

იხილეთ მეტი 

სოფო ჩიტრეკაშვილი ბიზნეს ასოციაციის გუნდს 2022 წლის მარტიდან შემოუერთდა კვლევის მენეჯერის პოზიციაზე. მას კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

სოფო პარალელურად დასაქმებულია საქართველოს მწარმოებელთა ასოციაციაში.  2016-2018 წლებში ის გახლდათ სსიპ „აწარმოე საქართველოში“ მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელი, ხოლო 2019-2020 წლებში - შსს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალის სარეგისტრაციო სამმართველოს უფროსის მოადგილე. სხვადასხვა დროს სხვადასხვა პოზიციებზე  მუშაობდა სს „ბანკ რესპუბლიკაში“ და სს „პროგრეს ბანკში“.

სოფო ჩიტრეკაშვილს დამთავრებული აქვს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი საერთაშორისო ბიზნესისა და საგარეო ვაჭრობის სპეციალობით, ხოლო შემდგომ ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა.

დამატებით გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგ-კურსები ბიზნეს მენეჯმენტის, პროექტების მართვის, მომხმარებელთა მომსახურების და ეფექტური კომუნიკაციების მიმართულებით.

დამალვა