(+995 32) 2 202-215

სიახლეები

11 მარ '24

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ახალი ჯანდაცვის მინისტრის დანიშვნას გამოეხმაურა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე გადაცემა „მონეტიზაციაში“, პალიტრანიუსზე ჯანდაცვის ახალი მინისტრის დანიშვნას გამოეხმაურა. მისი თქმით, „ჯანდაცვის სამინისტროსთან საქმიანი და ამავდროულად ეფექტიანი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორში მოღვაწე კომპანიებისთვის, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ნებისმიერი რეფორმის პროცესი ჩიხში შევიდეს და გაცილებით მასშტაბურ პრობლემად იქცეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სარგებლობენ სახელმწიფო სოციალური თუ ჯანდაცვის სერვისებით “... ვრცლად

7 მარ '24

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კიბერუსაფრთხოების პლატფორმაზე იმსჯელეს

კიბერუსაფრთხოების მოქმედი ეროვნული სტრატეგია, მარეგულირებელი ჩარჩო და კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლების შეხვედრის მთავარი საკითხები. შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე, ციფრული მმართველობის სააგენტოს ხელმძღვანელი დავით ნადირაშვილი და უწყების სხვა წარმომადგენლები რომლებმაც განსაკუთრებული ყურადღება კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილეს... ვრცლად

5 მარ '24

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარებისა ბანკის (EBRD) მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო

ქ. ლონდონში გამართულ საინვესტიციო ფორუმზე, სადაც საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატი და თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები გააცნო... ვრცლად

1 მარ '24

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიზნესთან აქტიური თანამშრომლობის მზაობა დააფიქსირა

დღეს, სასტუმრო “თბილისი პარაგრაფში”, გაიმართა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენცია თემაზე: „საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა: მაკროეკონომიკური და სექტორული პერსპექტივები“. კონფერენციას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკური პროფილის მინისტრები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, საქართველოს პარლამენტის და ქ. თბილისის საკრებულოს დეპუტატები და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები... ვრცლად

1 მარ '24

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრება

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას: „საქართველოს ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივები“, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მთავრობის წევრები დაესწრებიან... ვრცლად

27 თებ '24

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში თავდაცვის ახალი კოდექსით დამსაქმებელთა მიმართ გათვალისწინებულ ვალდებულებებზე იმსჯელეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდა მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები... ვრცლად