(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

„სასტარტო კაპიტალზე წვდომა გართულებულია, თუმცა ამაში ბანკების ბრალეულობის გამოკვეთა არასწორია“

ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი ასლანიშვილის შეფასებით, საბანკო სექტორი მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ეკონომიკის ძირითადი დამკრედიტებელია.

როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში, გადაცემაში სალომე სოსელიასთან ერთად ირაკლი ასლანიშვილმა განაცხადა, ეკონომიკის გაძლიერებაში და გაჯანსაღებაში ბანკების როლი უმნიშვნელოვანესია.

„ცალკე საკითხის დაყენება, ბანკი არის თუ არა ეკონომიკის მუხრუჭი მე ვფიქრობ, რომ  კონტექსტიდან ამოღებული შეფასებაა და არ იქნება მართებული საკითხის ესე დაყენება.  სასტარტო კაპიტალზე წვდომას განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესში გარკვეულწილად შეფერხებები გააჩნია, მაგრამ ცალსახად ამ მიმართულებით ბანკების ბრალეულობის გამოკვეთა  სწორი არ იქნება. ამას გარკვეულწილად დამატებითი ფინანსური ინსტრუმენტები სჭირდება და ეს ინსტრუმენტები ბანკების გარეთ უნდა ვეძებოთ. ველოდები საბოლოო შეთავაზებას რასაც ფინანსთა სამინსტრო ამზადებს, რა სახის იქნება ამ სასტარტო კაპიტალზე წვდომა“, -  განაცხადა ირაკლი ასლანიშვილმა

ლინკი