(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი „იბერია რეფრეშმენტსი“ გახდა

11 დეკ '23

იბერია რეფრეშმენტსი, რომელიც 2004 წელს დაარსდა და Pepsico International-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა.

„იბერია რეფრეშმენტსი“ არ არის მარტო მდგომი სუბიექტი, ის წარმოადგენს დიდი საერთაშორისო კერძო საინვესტიციო ჯგუფის Revery Group-ის ნაწილს. ჯგუფის მთავარი მიზანია სასმელების ბიზნესის განვითარება სხვადასხვა ბაზარზე, მათ შორის კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში.

„იბერია რეფრეშმენტს“  ექსკლუზიური უფლება აქვს აწარმოოს გაზიანი გამაგრილებელი სასმელების სრული ასორტიმენტი, კერძოდ პეპსი, მირინდა და 7Up-ი, ასევე აწარმოებს საკუთარი ბრენდის  ენერგეტიკულ სასმელს „მაქს ფაუერსი“ და ლიმონათს „იბერია“. ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქციის გარდა კომპანია, ასევე ასევე არის ლიპტონის ცივ ჩაის და ჩიფსებს Lay's, Doritos, Cheetos დისტრიბუტორი.

კომპანიაში დასაქმებულია 500-ზე მეტი ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ „იბერია რეფრეშმენტსი“ ცოტა ხნის წინ გახდა „ნესტლეს“ პრემიალური წყლების ოფიციალური დისტრიბუტორი და უახლოეს პერიოდში ქართველ მომხმარებელს შესთავაზებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა „სან პელეგრინო“ და „აქვა პანა“.

„მივესალმებით Pepsico International-ის ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში „იბერია რეფრეშმენტს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. „იბერია რეფრეშმენტსი“ პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის პროდუქტსა და მომსახურებას. კომპანიას გამოარჩევს მუდმივი სწრაფვა ზრდისკენ, მრავალფეროვნებისა და ხარისხის ამაღლებისკენ, რაც ცალსახად ხდის ერთ-ერთ ლიდერ მოთამაშეს  საქართველოში სასმელებისა და ხემსების ინდუსტრიაში. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა პროდუქტიული და ორმხრივად სასარგებლო იქნება“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.