საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ 17-19 თებერვალს საქართველოს მთავრობის და ბიზნესის წარმომადგენლებს ბათუმში, სასტუმრო შერატონში უმასპინძლა. შეხვედრის მიზანი ბიზნესის ინიციატივების მთავრობისათვის გაცნობა და განხილვა გახლდათ; თავის მხრივ ბიზნესმენებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ მთავრობის წარმომადგენლებისაგან ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ. ღონისძიება, მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა - ნიკა გილაურმა გახსნეს. ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით: „ბიზნესისა და საქართველოს მთავრობის პირველი მსგავსი შეხვედრა შარშან, ამავე დროს ბათუმში შედგა, ეს იყო პირველი სერიოზული ნაბიჯი, პირველი პრეცედენტი როდესაც ბიზნესი და მთავრობა ასე ორგანიზებულად, ბიზნეს ასოციაციის ეგიდით მიუსხდნენ საერთო მაგიდას და იმსჯელეს არსებულ პრობლემებზე, განვითარების პერსპექტივებზე და მომავლის გეგმებზე. განვლილმა ერთმა წელიწადმა მკაფიოდ დაგვანახა, რომ ჩვენი შარშანდელი შეხვედრა იმაზე წარმატებული, შედეგიანი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ ველოდით....
პარასკევს, 3 თებერვალს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრა ბიზნეს ასოციაციასა და ფინანსთა სამინისტროს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა და მას ბიზნესმენებთან ერთად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. ახალი ეკონომიკური კურსის პოლიტიკაში ჩართულობა, ბიზნესგარემოს გაუმჯობესება და საგადასახადო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის მეთოდიკა, თავისებურებები და სამსახურში განხორციელებული რეფორმები – ეს ის საკითხებია, რომლებიც შეხვედრის მიმდინარეობისას განიხილეს. ...
26 დეკემბერს საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ შემოსავლების სამსახურთან საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებული საკითხების მორიგი პაკეტი განიხილა. შეხვედრა ასოციაციასა და შემოსავლების სამსახურს შორის ჩამოყალიბებული თანამშრომლობის ფორმატში შედგა. ხსენებულ შეხვედრაზე ბიზნესმენებმა მათთვის საინტერესო, პრაქტიკული საკითხები შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, დავით ბუღაძესთან, გადამხდელთა მომსახურების დეპარტამენტის საინფორმაციო–საკონსულტაციო სამმართველოს უფროს, ნანა მუმლაძესა და პრევენციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დავით ვარდიაშვილთან ერთად განიხილეს. შეხვედრაზე განსახილველად წარმოდგენილი იყო ორ ათეულამდე საკითხი, მათ შორის: ...
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საგადასახადო–საბაჟო კომიტეტმა შემოსავლების სამსახურთან მორიგ შეხვედრას 24 ოქტომბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ უმასპინძლა. შეგახსენებთ, რომ შეხვედრები შემოსავლების სამსახურთან პერიოდულად, 2–3 კვირაში ერთხელ იმართება, რათა განხილული და დაზუსტებული იქნეს საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებული, ბიზნესისათვის მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხები. 24 ოქტომბრის შეხვედრაზე, ბიზნეს ასოციაციის წევრთა დაინტერესების შესაბამისად განხილული იქნა შემდეგი საკითხები: ...
11 ნოემბერს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებმა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა, ჯაბა ებანოიძის ხელმძღვანელობით მორიგი შეხვედრა გამართეს, სადაც ბიზნესის მხრიდან ინიცირებული, საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებული წინადადებები განიხილეს. მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და შემოსავლების სამსახურს შორის მსგავს შეხვედრებს უკვე სისტემატური ხასიათი აქვს. ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ ინიცირებული, ხუთ ათეულამდე წინადადებიდან, აღნიშნულ შეხვედრაზე რვა საკითხი იყო გამოტანილი განსახილველად. მათგან უმრავლეს შემთხვევაში შემოსავლების სამსახურმა გაიზიარა ბიზნესმენთა მოსაზრებები და შესაბამისი ცვლილებების განხორციელებაც გადაწყდა...